ხელისუფლების წარმომადგენლები მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების – მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, – ეს იმ საკითხების  ჩამონათვალია, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

დატოვე კომენტარი