აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების – ორბელის, ლაჯანასა და ლაილაშის მოსახლეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე შეხვდნენ. ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე და ახალ პროექტებზე. შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული პოტენციალის, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.