ხელისუფლების პასუხი ოპოზიციას

ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში.

„ქართული ოცნება“ დემოკრატიული პროცესებიდან გამომდინარე მოუწოდებს ოპონონტებს, აღიარონ არჩევნების შედეგი და გაითვალისწინონ სახელმწიფო მეთაურების მილოცვები საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

პოზიციას არ ცვლიან გაერთიანებულ ოპოზიციაში. გიორგი ვაშაძის განცხადებით, იგი ინაუგურაციას მიპატიჟების შემთხვევაშიც კი არ დაესწრება, ვინაიდან გაერთიანება არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ 16 დეკემბერს გასამართ აქციაზე მიმდინარეობს კონსულტაციები და არ არის გამორიცხული, ის სწორედ თელავში დაგეგმილი ინაუგურაციის პარალელურად გაიმართოს.