ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის საქმე

20-21 ივნისის მოვლენებზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია დამძიმდა.

პროკურატურის ვერსიით, ორი კვირის წინ პარლამენტის წინ ცალკეული პირები ამბოხების გზით ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.

საგამოძიებო უწყებას დღეს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმება ცალკეულ ადამიანებში, თუმცა დააანონსა, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდება. გენერალურ პროკურატურას დღეს არც მტკიცებულებები გაუსაჯაროებია, მაგრამ ახსენა მოწმეთა ჩვენებები და ფოტო/ვიდეო, ასევე, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალები.

პარალელურად ცალკე საქმეა აღძრული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

მუხლის დამძიმება უკვე გახდა მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანი. ოპოზიცის ნაწილისთვის საქმის ახალი კვალიფიკაცია არასერიოზულია, ოპონენტები პროკურატურისგან მყარ მტკიცებულებებს ითხოვენ.