პარლამენტს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სადავო კანონპროექტის განხილვა მოუწევს. ქვეყანაში ექსპორტის მიზნით კანაფის წარმოება შესაძლოა ნებადართული გახდეს. საუბარია კანაფისგან კოსმეტიკური პროდუქციის და სამედიცინო პრეპარატების დამზადებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შესახებ უკვე იმსჯელეს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე, თუმცა გუნდში აზრები გაიყო. იდეას ეწინააღმდეგება ოპოზიციის ნაწილიც. სკეპტიკოსებს აინტერესებთ, როგორი იქნება საწარმოო ლიცენზიის გაცემის პირობები და ვინ გააკონტროლებს მარიხუანას მოყვანა-წარმოებისთვის შერჩეულ ტერიტორიებს. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას მოსალოდნელ რისკებზე მიუთითებენ.
როგორია კანონპროექტის პირველადი ვარიანტი? – მხარეთა პოზიციები.