პენსია იანვრიდან 20-25 ლარით იზრდება – 70 წლამდე პირები 260 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეები 300 ლარს მიიღებენ. მაღალმთიან დასახლებებში კი პენსია 312 ლარი და 360 ლარი იქნება. გარდა ამისა, იანვრიდან ათი პროცენტით გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ საჯარო მოხელეები.
რეგიონებში სასწრაფოს ბრიგადების ხელფასები თბილისში დასაქმებული სასწრაფო პერსონალის ხელფასებთან გათანაბრდა. ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ხოლო სტატუსის მქონე მასწავლებელები 100 ლარით მეტ სახელფასო დანამატს მიიღებენ.