აქცია ოზურგეთში

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობენ. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა უფლებების დაცვის მიზნით ადვოკატი უკვე აიყვანეს და კომპანიასთან სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ. კომპანია „გურია ექსპრესის“ იურისტის ინფორმაციით, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციისთვის ცნობილია და ამ დროისათვის მათი უმრავლესობაც გადაჭრილია. რაც შეეხება თანამშრომელთა მთავარ მოთხოვნას, ხელფასების მომატებას, იურისტის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. გაფიცული თანამშრომლები მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი