ხატია დეკანოიძის განცხადება

ხატია დეკანოიძე შეერთებული შტატების მიერ რუსეთთან დაკავშირებული მოლდოველი ოლიგარქების სანქცირების საკითხს ეხმაურება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, ამ სანქციების დაწესება მკვეთრი სიგნალია ოლიგარქებისთვის და მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის. დეკანოიძე ამბობს, რომ ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. შეგახსენებთ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, განაცხადა. ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.