ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, რადგან ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელისუფლების მხარდაჭერა არ აქვს. მისი თქმით, დოკუმენტის მეოთხე ჩანაწერით აღიარებულია პუტინის რეჟიმის რეპრესიები და ამ კონტექსტში მოწოდება გაკეთდა სააკაშვილის გათავისუფლებაზე. დეკანოიძის განცხადებით, აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.