ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრში, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი გაიმართა. პიანისტმა რახმანინოვის მეორე კონცერტი, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა. კონცერტს ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ხატია ბუნიათიშვილის გამოჩენას სცენაზე განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. კონცერტზე დასასწრები ბილეთები 2 საათში გაიყიდა. პიანისტის დატვირთული გრაფიკის გამო, კონცერტის დამატება ვერ მოხერხდა.