კიდევ ერთი ჩაკეტილი ზონა – ხაშურის რაიონის სოფელი ხიდისყური ჩაიკეტა. დასახლებაში, სადაც 21 ოჯახი ცხოვრობს, კარანტინი გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ იკრძალება სოფლიდან გასვლა და შესვლა. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გადაადგილებას პოლიციის და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. საკარანტინო რეჟიმი ხიდისყურში მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ბოლო ორ დღეში „კოვიდ-19“ უკვე ორ ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი, რომლის პასუხი დღეს გახდა ცნობილი, იმ ქალის ნათესავი და მეზობელია, რომლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა. 30 წლის ქალი თარჯიმანია და ის ხაშურში თბილისიდან ათი დღის წინ იყო ჩასული.
ნინო ფისაძეს ჩავრთავთ სოფელ ხიდისყურის შესასვლელიდან პირდაპირ ეთერში – რამდენად დიდია ორივე ინფიცირებულის საკონტაქტო წრე?