მანქანების ტექნიკური დათვალიერების რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წარუმატებლად მიიჩნევს.
სპეციალისტები პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ. პრეტენზიები აქვთ იმ კომპანიებსაც, რომლებიც 2018 წლის იანვრიდან ავტომობილების ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებენ. ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა დაჯარიმების წესს უკავშირდება. კომპანიებსა და მესამე სექტორში განმარტავენ, რომ მძღოლების დიდი ნაწილი მანქანების ტექ დათვალიერების გავლას ყოველთვიურ ფულად სანქციას ამჯობინებს. ამიტომ სპეციალისტები კანონის გადახდევას და მის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ.