ხარაგაულში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე - რას ასახელებენ ოჯახის წევრები თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად

ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ.

გარდაცვლილის დის თქმით, 28 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობაზე საუბარი პოლიციის განყოფილებაში 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ დაიწყო.

ამ წუთებში გარდაცვლილის ოჯახში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები იმყოფებიან და ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ ოჯახის წევრებისგან იღებენ.