ხარაგაულში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე – რას ასახელებენ ოჯახის წევრები თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად

15:18, 10.11.2017

ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ.

გარდაცვლილის დის თქმით, 28 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობაზე საუბარი პოლიციის განყოფილებაში 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ დაიწყო.

ამ წუთებში გარდაცვლილის ოჯახში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები იმყოფებიან და ინფორმაციას მომხდარი ფაქტის შესახებ ოჯახის წევრებისგან იღებენ.

 

მსგავსი