„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ იწყება

ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი, ამის გარკვევას თქვენ ამავე სახელწოდების საბავშვო შემეცნებით-გასართობი შოუდან დღეიდან შეძლებთ.

გეიმ შოუ უმსხვილესი ამერიკული საერთაშორისო პროექტის ანალოგია. მეექვსე კლასელები პირველმა არხმა რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩია.

გადაცემის წესების მიხედვით, ისინი სხვადასხვა სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ექვსი კლასის სასკოლო მასალიდან შერჩეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარებიან.

პროექტი სტარტს დღეიდან აიღებს და ეთერში ოთხშაბათს და ხუთშაბათს 20 საათზე გავა.