პროექტის „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?!" კასტინგი თელავში

პირველი არხის საბავშვო-ახალგაზრდული პროექტი „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?!” მეორე სეზონის მონაწილეების შესარჩევად კასტინგს იწყებს.

შერჩევა საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. პირველი შესარჩევი შეხვედრა თელავში შედგა. კასტინგზე მოსულ ბავშვებს პირველ ეტაპზე ცოდნის შესამოწმებლად დაურიგდათ ტესტები. მოცემული 20 კითხვა სასკოლო მასალას მოიცავს.

მეორე ეტაპზე შერჩეულ ბავშვებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. შეფასდება შოუში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებიც.

შემდეგი შესარჩევი შეხვედრა გორში გაიმართება.