ხანძრის  შედეგები

ბოლო ერთ წელში ხანძრის გამო განადგურებული უკვე მესამე სავაჭრო ცენტრი. დამწვარი 5 000 კვადრატული მეტრის ფართი და ათეულობით დაზარალებული: ასეთია ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგი.

სამსართულიანი შენობის მესამე სართულზე გაჩენილმა ცეცხლმა ძირითადად მეორადი ტანსაცმლის სექცია და სხვადასხვა პროდუქციის  საწყობები გაანადგურა. ზიანი მიადგა პირველ და მეორე სართულზე განლაგებულ მაღაზიებსაც. შემთხვევის ადგილზე განთავსებული სათვალთვალო კამარების ჩანაწერები უკვე ამოღებულია. შენობას, რომელსაც დაცვა ჰყავს, ცეცხლი რამდენიმე წუთში მოედო.

გურამ როგავა მთელი ღამის და დღის განმავლობაში მუშაობდა სტიქიის ადგილზე.