რა პროცესები მოჰყვება ტყის მასიურ გადაწვას და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ბიომრავალფეროვნებას ბორჯომში, – ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მასშტაბებსა და ზიანზე საუბარი ნაადრევია და ზუსტი სურათი თუ რა ზიანი მიაყენა ხანძარმა ტყე-პარკს, კომპლექსური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
მისივე ინფორმაციით, დეტალური მოკვლევა მომდევნო კვირიდან დაიწყება, პირველადი დასკვნა კი 10 დღეში მომზადდება.