სეზონის დადგომასთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციისთვის საგანგებო ზომების მიღება დაიწყო.
კონტროლდება ყველაზე საფრთხის შემცველი ზონები. საუბარია კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე, სადაც სტატისტიკური მონაცემებით, სატყეო ხანძრების ყველაზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. სატყეო სააგენტო 24-საათიან მონიტორინგს ყველაზე რთულად მისადგომ ტერიტორიებზე ატარებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტყეებში ყველა მასშტაბური ხანძარი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. ბოლო სამ წელიწადში გაჩენილი 100-ზე მეტი ხანძრის შედეგად ტყის მასივის 1500 ჰექტარი განადგურდა. წელს კი ტყის ხანძრის უკვე 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.