როგორ დავიცვათ ტყე ხანძრისგან. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით უკვე შემუშავდა სპეციალური პროგრამა. ის მოიცავს როგორც პარკის პერსონალის გადამზადებას და ტექნიკურ აღჭურვას, ისე მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლებას. პარკის ტერიტორიაზე სპეციალური დეტექტორებიც განთავსდება. შესაძლებელია, რომ ანალოგიური პროგრამა საქართველოს სხვა ტყეპარკებშიც განხორციელდეს.
გიორგი იდუკაშვილის და გიორგი კივაძის სიუჟეტი.