ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ისევ ხანძარია – სტიქიას მეხანძრე-მაშველები უკვე მეოთხე დღეა, ებრძვიან. დღეს დილიდან მუშაობა განაახლა ავიაციამ, რომელიც ხილვადობის არარსებობის გამო, სამუშაოებში მონაწილეობას დროებით ვერ იღებდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ხანძრის დროულად ლიკვიდაციის მიზნით, გაიზარდა ცოცხალი ძალის რაოდენობაც.
ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და ახლა ანა ნოდიას ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.