ხანძარი იყო თბილისში, ნაძალადევის რაიონში.
ცეცხლი ძმობის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. დამწვარია სამსართულიანი სახლის 500 კვადრატული მეტრის ფართობი. დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფება გამგეობის წარმომადგენელი, რომელიც აცხადებს, რომ ზარალის დათვლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.