ხანძარი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. დამწვარია ღელაღუტაშვილების ორსართულიანი სახლის მეორე სართული და დამხმარე ნაგებობის ნაწილი. ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში თელავის, ყვარლის და გურჯაანის ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.
ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ვითარების გასაცნობად ყვარლის მერი იმყოფებოდა, რომელიც დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.