ხანძარი სიღნაღში. ისტორიულ უბანში გაჩენილმა ცეცხლმა, ერთ სივრცეში მოთავსებული ოთხი ობიექტი სრულად განადგურდა. მათ შორის ორი სასტუმრო, რესტორანი, ერთი მარკეტი და ღვინის მაღაზია. შენობა რომელიც დაიწვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს. სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსთან ძეგლის აღდგენის თაობაზე კონსულტაციებს გამართავენ.