შავნაბადას ტყეში ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე თითქმის ერთი საათია მუშაობენ. ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენების დახმარებაც გახდა საჭირო. საფრენი აპარატების ნაწილი სტიქიის ახალ ლოკაციაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან გადმოიყვანეს.
რუსუდან ლოლაძე ბოლო ინფორმაციით შემთხვევის ადგილიდან.