ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში.
ონარიის დასახლებაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მსრთვის სამსახურის ინფირმაციით, დამწვარია დაახლოებით 400 კვადრატული მეტრის ფართი. ხანძრის ლიკვიდაციაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობდა. მსუბუქად დაშავდა ერთი მაშველი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია დახმარება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა. მისი თქმით დაზარალებულ ოჯახებს კანონით გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილია 4 ოჯახი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.