ხანძარი თამარ მეფის გამზირზე ლოკალიზებულია. ცეცხლი სამსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა. მაცხოვრებლების ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა მალევე მოახერხა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილის კლინიკაში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო.
ქრობის პროცესში 20-ზე მეტი სახანძრო ბრიგადაა ჩართული.