რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, პრევენციის მიზნით ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მისივე ცნობით, სტიქიამ 8 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა.