ხანძარია მესტიაშიც. სოფელ ლატალის მთის ფერდობზე ამ წუთებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია სოფელ ფარში, სადაც ასევე მთის ფერდობი იწვოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრები მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო ლეხზირის კლდეზეც.