ხანძარი მესტიაში

ხანძარი იყო მესტიის მუნიციპალიტეტის მყინვარ ლეხზირის ერთ-ერთ კლდეზე. კლდე იმდენად მიუვალია, რომ მეხანძრე მაშველებმა იქ მისვლა მხოლოდ ფეხით შეძლეს. მაშველებს ეხმარებოდა ვერტმფრენი. ამ წუთისთვის ხანძარი ჩამქრალია, თუმცა დაკვამლიანება მაინც აღინიშნება. ლეხზირი რუსეთის საზღვართან მდებარეობს და ყაბარდო-ბალყარეთს ესაზღვრება. ხანძარი დასახლებულ პუნქტიდან დიდი მანძილითაა დაშორებული.