ხანძარი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობაში

ხანძრის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილია.

ცეცხლი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ელექტროენერგიის კვების ბლოკში გაჩნდა.

კვამლი თანამშრომლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია ტრანსფორმატორი.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.