ხანძარი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. ცეცხლი ხუციშვილების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ხელის მტევნების დამწვრობა მიიღო. დაიწვა ფართის ნაწილი, საოჯახო ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ხანძრის ჩაქრობას სამი სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.