ხანძარი გურჯაანში

12:28, 08.01.2019

ხანძარი იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. ცეცხლი ხუციშვილების  საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.  შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ხელის მტევნების დამწვრობა მიიღო.  დაიწვა ფართის ნაწილი, საოჯახო ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ხანძრის ჩაქრობას სამი სამაშველო  ეკიპაჟი ცდილობდა.

მსგავსი