პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.
მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში, პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ,“ – წერს ბახტაძე „ტვიტერში.“
სამძიმარი ფრანგ ხალხს საქრათველოს პრეზიდენტმაც გამოუცხადა. სამშაბათის ტრადიციული ბრიფინგი პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა პარიზში, ნოტრდამის ტაძარში მომხდარ ხანძარზე საუბრით დაიწყო. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ამ უმძიმეს დროს ქართვლი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდით დგას. ჩაერთვება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში – შეკითხვაზე პრეზიდენტის სპიკერი აცხადებს, რომ ქართული მხარის, მათ შორის, პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით, საუბარი ჯერ ნაადრევია, ვიდრე იმისი სრული სურათი არ იქნება, თუ რა არის საჭირო პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოს აღდგენისთვის.