ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე

ბოლო წლებში უკვე მეოთხედ ელიავას ბაზრობა სტიქიის ეპიცენტრად იქცა. ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი ამ მომენტისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი აგლაძის და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე, სამშენებლო მასალების საწყობიდან გაჩნდა. დამწვარია 1 000 კვადრატული მეტრის ფართობი, ანუ ზუსტად ის სასაწყობო ფართი, რომელიც ოთხი წლის წინ ხანძრის კერა იყო. ბაზრობაზე მობილიზებულია 14 სახანძრო ბრიგადა. საბედნიეროდ, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.