ტყის მასშტაბური ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება ბორჯომის ხეობაში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა. ცეცხლს ებრძვიან ავიაციითაც. იქ სადაც ცოცხალი ძალა მისვლას რთული რელიეფის გამო ვერ ახერხებს, 4 ვერტმფრენი მუშაობს. ხანძრის კერები გუშინ თითქმის სრულად იყო ლოკალიზებული, თუმცა მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი კვლავ გაძლიერდა.
რა ვითარებაა ამ წუთისთვის ბორჯომის ხეობაში? – ადგილზე გიორგი მანჯავიძე მუშაობს.