ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე ისევ რჩება ცეცხლის კერები. რელიეფი რთულად მისადგომია, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს. პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. როგორია სიტუაცია ამ წუთისათვის, – ადგილზე დილიდან გიორგი მანჯავიძე მუშაობს.