ბორჯომის ტყეში კვლავ ხანძრის რამდენიმე აქტიური კერაა. რიგ სოფლებში დაკვამლიანებაა. მასშტაბური ხანძრის ქრობის პროცესში უკვე მეხუთე დღეა ჩართული არიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ასევე ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ვერტმფრენი, თურქეთის გამოგზავნილი სამი სახანძრო თვითმფრინავი, სამხედრო და სახანძრო ტექნიკა და რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელია ჩართული. სტიქიის შესახებ ბორჯომიდან ბოლო ინფორმაციას შალვა სუმბაძე მოგვაწვდის.