უკვე მე-6 დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.
ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობის პროცესში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია – ოთხი ქართული ვერტმფრენი და რამდენიმე თურქული სახანძრო თვითმფრინავი. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს. აწყურისა და ქვაბისხევის მიმდებარედ რამდენიმე ლოკალიზებული კერა დღეს ხელახლა აალდა.
შალვა სუმბაძე განაგრძობს მუშაობას სტიქიის ზონაში.