ბორჯომში მეხუთე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, მთაზეც გავრცელდა, საიდანაც ახალციხის მიმართულებით გადავიდა. აწყური ახლა ყველაზე სახიფათო ადგილია, მას ქვაბისხევი ესაზღვრება და სოფელში დილიდან მცირედი დაკვამლიანებაა.