ბორჯომის მუნიციპალიტეტში ისევ ხანძარია.
ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული და ნაძვის აღკვეთილის ტერიტორიასაც მოიცავს. ჩაქრობის პროცესში დილიდან ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო. ტერიტორია მძიმე ტექნიკისთვის მიუვალია და მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები გზის გასაყვანად მიმდინარეობდა. ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება, რადგან ტერიტორია, სადაც ცეცხლის კერებია, ადამიანებისთვის მიუვალია.