ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ბორჯომის ხეობაში ტყის მასშტაბური ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება. უკვე 12 საათია ცოცხალ ძალასთან ერთად პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი და სხვა სპეცტექნიკა. ცეცხლთან ბრძოლას სიცხე და ქარი ართულებს. არსებული ინფორმაციით, სტიქიამ 150 ჰექტარი მოიცვა. მათ შორის არის წიწვოვანი ტყეც, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარებაა. მოამბის გადამღები ჯგუფები სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ.