ხანძარია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ტყის მასივი იწვის სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე, სადაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამხარეო ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას უკვე ოთხი საათია, ცდილობენ.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, თუმცა, იმის გამო, რომ ცეცხლი მიუვალ ადგილზე გაჩნდა, მათთან დაკავშირება და დეტალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება. გუბერნატორის თქმით, ცეცხლი ფერდობზე გაჩნდა და არ არსებობს საფრთხე, რომ დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.