აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მონიტორინგის მიზნით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები რჩებიან. დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. ხანძარი აბასთუმანში გუშინ გაჩნდა. შეტყობინება შესაბამის სამსახურში დღის 14 საათზე შევიდა. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში 65 მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.