მუსიკალური პროექტი „ხალხური“ არის სახალხო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ ხალხური სიმღერისა და ცეკვების შემსრულებლები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხალხური სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალურ და თვითმოქმედ გუნდებს, საოჯახო ანსამბლებსა და ასევე, ინდივიდუალურ შემსრულებლებს მთელი საქართველოდან.
პროექტი ეთერში გავა კვირაში ერთხელ, პრაიმტაიმი.
კონკურსი შედგება ორი შესარჩევი ეტაპისგან.
კონკურსის 40 მონაწილედან, ნახევარფინალში გადადის 20 კონკურსანტი. ფინალში გადადის 10 კონკურსანტი.
ნახევარფინალისტების, ფინალისტების და გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება ჟიურისა და მაყურებელთა ხმის მიცემის მიხედვით.