„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნა პოლიტიკურ დღის წესრიგში ბრუნდება.
„პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ საკითხს ამჯერად „ხალხის ძალა“ ააქტიურებს. მთავარ არგუმენტად 2008 წლის აგვისტოს ომი და ომიდან რამდენიმე თვეში ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია სახელდება. პოლიტიკური გაერთიანება ყოფილ მმართველ პარტიას სახელმწიფო ღალატში და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. პროცესის დაწყებას „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ითხოვს. ჯერ უცნობია, მოახდენს თუ არა მმართველი პარტია ყოფილი თანაგუნდელების ინიციატივაზე რეაგირებას. თუმცა კომენტარების მიხედვით „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ მიერ დასახელებულ ყველა არგუმენტს და პრეტენზიას იზიარებს.
მოთხოვნას რუსეთის დავალებად მიიჩნევს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია.