„ხალხის ძალის“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ხალხის ძალის“ ინიციატივას, უკვე წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ გამიჯნული დეპუტატები, მმართველ გუნდთან შეთანხმებით, რუსული მეთოდებით მოქმედებენ და მიზანი მესამე სექტორის გაკონტროლებაა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპს ეთანხმებიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს კანონპროექტს. „ხალხის ძალის“ ინიციატივა აქციით გააპროტესტა მედიის ნაწილმა. მათი თქმით, აღნიშნული საფრთხის ქვეშ აყენებს მედიის დამოუკიდებლობას.