„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგი ბრალდება საქართველოში ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები ამჯერად მესამე სექტორისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების ჯაშუშობაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების აგენტები არიან. ოთხეულის ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩო, საკუთარ აგენტებს საქართველოში პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს.
რა შეფასებები მოჰყვა ოთხეულის მორიგ წერილს – ამას მანანა დევაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. კიდევ რაზეა საუბარი წერილში და როგორია მხარეთა პოზიციები.