ხაიშის თემის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ხაიშის თემის მაცხოვრებლები.

გასული საუკუნის 90-იან წლებში თითქმის დაცლილ თემში ახლა ადგილობრივები ნელ-ნელა ბრუნდებიან. თუმცა, ადგილზე გამოწვევები მრავლად არის. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოქალაქეები ითხოვენ, სახანძრო სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარებაა. ხაიშამდე ამ ორივე გადაუდებელი დახმარების ჯგუფების მისასვლელად ბრიგადებს რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევთ. ხაიშელების თქმით, ამის გამო რამდენიმე ოჯახი უკვე დარჩა უსახლკაროდ.

ნატო ბერულავას და მურად ფარცვანიას სიუჟეტი.