ხაინდრავას განცხადება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ოპოზციის „შავი სიის“ ალტერნატიული სიის შედგენას გეგმავს.

ხაინდრავა სპეციალიური პლატფორმის შექმნას აანონსებს, სადაც მისი განცხადებით, ის ადამიანები შეძლებენ საკუთარი მონაცემების დაფიქსირებას, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, ბოკერია-სააკაშვილის მიერ შექმნილ სიაში იმყოფებოდნენ. მისივე განმარტებით, ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის მინიმუმ 330 ათასი პრობაციონერი იყო. ხაინდრავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „შავი სია“ არაა ახალი მოვლენა საქართველოში.

როგორც გოგა ხაინდარავამ დღესვე განაცხადა, პარალელურად დგება სასულიერო პირების სიები, სადაც პრაქტიკულად მთელი სინოდია შეყვანილი, სიების შედგენაში კი აქტიურადაა ჩართული პეტრე ცაავაც.  ხაინდრავას განცხადებით, იმ სიებს, რა სახითაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შედგენილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ყველა დიპლომატს მიაწვდის.